AIMedi

AIMedi

ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სექტორში ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება.
ჩვენი მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორშიც დავამკვიდროდ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ინოვაცია.

ერთ-ერთ ასეთ პროექტზე ამერიკული კომპანია “Welcome Apps Corp.” მუშაობს.
კომპანიამ საქართველოში დააფუძნა პროექტი “AiMedi”, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ხდება სამედიცინო სფეროში.
-
მსოფლიო წამყვანი ექიმების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით “AiMedi” ეხმარება ადამიანებს მიიღონ კვალიფიციური რჩევები ნებისმიერ დაავადებასთან, მასთან ბრძოლის პრევენციებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.

“AiMedi” ის პასუხები ეფუძნება სამედიცინო კვლევებს, კლინიკური გაიდლაინებს და სანდო წყაროებს, როგორიცაა
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO),
- მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო ასოციაციები,
- პროფესიული სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციები,
- ასევე სამეცნიერო სტატიები,
- კვლევების მიმოხილვები,
- და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან ექიმების სახელმძღვანელოები.

აიმედზე ასევე შესაძლებელია ფაილის ატვირთვა,
- ანალიზის პასუხების,
- ფოტო სურათის,
- რენტგენის სურათის,
- კარდიოგრამის,
- და სხვა სამედიცინო დოკუმენტების წაკითხვა.

რაც მთავარია, პროგრამა იმუშავებს ქართულ ენაზე, ქართული ალფავიტის გამოყენებით. ანუ მომხმარებელმა კითხვა უნდა დასვას ქართულად და ხელოვნური ინტელექტი ქართულად გასცემს პასუხებს.
ქართულის გარდა შესაძლებელია პროგრამაში დაგენერირდეს ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური ენები და მომხმარებელმა თვითონ აირჩიოს, რა ენაზე სურს კითხვების დასმა და პასუხების მიღება.