კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „AiMedi”-ში ამ პროგრამული უზრუნველყოფის ვებსაიტზე თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისები („აპლიკაციის სერვისები“) მოწოდებულია „Welcome Apps Corp“-ის მიერ.
ეს გვერდი განმარტავს პირობებს, რომლითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ონლაინ და/ან მობილური სერვისები, ვებგვერდი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოწოდებულია სერვისზე. სერვისზე წვდომით ან გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ჩვენს პირობებს.
ეს შეთანხმება ვრცელდება ყველა ვიზიტორზე და მომხმარებელზე, რომლებიც იყენებენ ჩვენ სერვისს.
პროგრამული უზრუნველყოფა „AiMedi“ არ იძლევა გარანტიას ჩვენი პროდუქტის უშეცდომოდ ფუნქციონირებაზე და არც აქ მოწოდებული სერვისების ან შინაარსის სისრულესა თუ სიზუსტეზე.
“AiMedi” არ იღებს და უარს ამბობს რაიმე პასუხისმგებლობაზე დანაკარგზე ან დაზიანებაზე, რომელიც წარმოიქმნება ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისების ან შინაარსის გამოყენებასთან ან ვერ გამოყენებასთან დაკავშირებით.
"AiMedi" პასუხს არ აგებს მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე ან შედეგიანობაზე, ის არის მხოლოდ ინფორმაციის გამტარი, შუამავალი პროგრამა, თქვენსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის.
“AiMedi” უბრალოდ გეხმარებათ თქვენსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სწორ კომუნიკაციაში, კითხვების სწორად დასმაში, მსოფლიოს წამყვანი ენდეკრინოლოგების ცოდნის, გამოცდილების და დიაბეტის მართვის სფეროში სიახლეების თქვენთვის გაზიარებაში.
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
1.1 “დამკვეთი, თქვენ“ - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს ისარგებლოს ვებ-სისტემით და ვებ-გვერდით.
1.2 “კომპანია, ჩვენ, შემსრულებელი“ – “შპს დისი ოფ ჯორჯია”
1.3 “დღე“, “კვირა“, “თვე“, “წელიწადი“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე, წელიწადი.
1.4 “ვებ-სისტემა“ - კომპანიის საკუთრებაში არსებული პლატფორმა („აიმედი“, „Aimedi“).
1.5 “ვებ სივრცე“ - პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირებისთვის საჭირო, ინტერნეტთან მუდმივად დაკავშირებულ გამოყოფილი დომენი.
1.6 "წესები, პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ - შემსრულებლის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია ვებსისტემის სარგებლობის/მართვის შესახებ.
1.7 “წერილობითი შეტყობინება“ - ნებისმიერი შეტყობინება/ინფორმაციის მიწოდება წერილობითი ფორმით, რომელიც გაგზავნილია ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის საფოსტო, ელექტრონულ საფოსტო მისამართზე ან სატელეფონო ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, რაც წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და განკუთვნილია მხოლოდ მხარეებს შორის კომუნიკაციის მიზნით.
1.8 “სერვისის მიმღები, „კლიენტი“ - ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს "აიმედი"-ს პლატფორმით და ამავე დროს დამკვეთის სერვისებით.
1.9 “სერვისის მიმწოდებელი“ - დამკვეთი.
1. 10 "სისტემური მომხმარებელი/ები“ - პირი ან/და პირთა ერთობლიობა, რომელთაც დამკვეთის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვთ სისტემური წვდომის უფლება, მინიჭებული აქვთ სისტემის მომხმარებლის სახელი და პაროლი, დამოუკიდებლად შეუძლიათ სისტემაში ავტორიზაცია
2. პუნქტი. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ, რომ:
2.1 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვებ-გვერდზე დამკვეთის მიერ გამოყენებულ ინფორმაციას და სერვისებს, ხელშეკრულების პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ;
2.2 არის საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული შპს, სს, სსიპ, ააიპ იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე, ასევე მისი თანამშრომლები არიან 18 ან მეტი წლის ფიზიკური პირები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უფლება.
2.3 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის, ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
2.4 დამკვეთს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
2.5 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
2.6 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი;
2.7 არ გამოიყენებს პლატფორმას არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის აკრძალულ საქმიანობაში);
2.8 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ შემსრულებლისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისთვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
2.9 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
2.10 Aimedi პლატფორმის საშუალებით უზრუნველყოფილია სერვისის მიმწოდებლის და სერვისის მიმღების დაკავშირება;
2.11 “სერვისების მიმღები, კლიენტის” - ფიზიკური პირის, პლატფორმის სისტემა უზრუნველყოფს დამკვეთის მომსახურეობას და მასთან ურთიერთობის პოლიტიკას, შესაბამისად შემსრულებელს არ აქვს უფლება ჩაერიოს დამკვეთის საქმიანობაში, შესაბამისად შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ ვებ-სისტემაში მართულ ნებისმიერ პროცესზე/ებზე.
2.12 კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ სერვისის მიმღების მიმართ ჯანდაცვის სერვისის, ან რაიმე სხვა სერვისების მიწოდებაზე და მის ხარისხზე. ის არ არის სერვისის მიმღებსა და დამკვეთს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხარე, კომპანია მხოლოდ მხარდამჭერია თქვენსა და მომხმარებელს შორის, პლატფორმის საშუალებით კონსულტაციის გაწევაზე, რაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას სერვისის ხარისხსა და მის მიწოდებაზე. შესაბამისად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი:
2.12.1 დამკვეთის სერვისის ხარისხსა, ვებ-საიტზე და კუთვნილ რესურსებზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
2.12.2 კლიენტის მიერ აიმედის მეშვეობით დამკვეთთან მიწოდებული ინფორმაციის, ან მონაცემების სიზუსტეზე;
2.12.3 დამკვეთის მიერ კლიენტის მიმართ გაწეულ შემდგომ მომსახურებაზე/ებზე;
2.12.4 დამკვეთის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე;
2.14 იმედის ვებ-სისტემა, მისი პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი, პორტალი, საავტორო უფლებები ეკუთვნის კომპანიას, შპს "დისი ოფ ჯორჯია“-ს
2.15 დამკვეთსა და მის კლიენტს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია "დისი ოფ ჯორჯია“ სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ;
2.16 დამკვეთი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
2.16.1. პლატფორმის ვებ-გვერდის, Aimedi.World, აიმედი პლატფორმის, მართვის ვებ-სისტემის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალებზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად ექვემდებარება დაცვას;
4. პუნქტი. ანგარიშსწორების წესი
4.1. მხარეთა შორის ანგარიშსწორების პოლიტიკა განსაზღვრულია მხარეებს შორის გაფორმებულ გენერალურ ხელშეკრულებაში.
5. პუნქტი. ვებ-სისტემის პირველადი ინიციალიზაცია
5.1. პირველადი ინიციალიზაცია:
5.2. დამკვეთისგან მოწოდებულ ელ.ფოსტაზე იგზავნება შეტყობინება, რომელიც უზრუნველყოფს მის წვდომას ვებ-სისტემაში, რა დროსაც მან უნდა შეცვალოს "პაროლი“. ხელმძღვანელ პირს ენიჭება მთავარი
ადმინისტრატორის სტატუსი.
5.2.1. დამკვეთი უფლებამოსილია მიანიჭოს წვდომის უფლებები მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, მომსახურების შესაბამისად.
5.3. დამკვეთი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
6. პუნქტი. სისტემური მომხმარებლები
6.1. მხარეები თანხმდებიან, რომ დამკვეთის ვებ-სისტემაში შესაძლებელია მომხმარებლად გააქტიურდეს როგორც დამკვეთის პერსონალი, ასევე ადმინისტრაციული თანამშრომლები, მომსახურების შესაბამისად.
6.2. კომპანიის მხრიდან დამკვეთისადმი განსაზღვრულია პერსონალის მომხმარებლად შეუზღუდავი რაოდენობით აქტივაცია.
7. პუნქტი. თანამშრომელთა ტრენინგი
7.1. კომპანია უზრუნველყოფს დამკვეთის და მისი თანამშრომლების დისტანციურ ტრენინგს/გადამზადებას ვებსისტემის თანამშრომელებს შეუზღუდავი რაოდენობით ერთჯერადი სახით მართვის და გამოყენების მიზნით, კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
7.2. კომპანია უზრუნველყოფს დამკვეთის მხოლოდ იმ თანამშრომლების ტრენინგს/გადამზადებას, რომლებიც გამოიყენებს ვებ-სისტემას;
7.3. დამკვეთი ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს მისი თანამშრომლების ტრენინგზე დასწრების ხარისხს.
7.4. დამკვეთის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი ტრენინგის/გადამზადების განსხვავებული ფორმა და ხანგრძლივობა, რაც იწარმოებს მხარეთა დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.
7.5. დამატებითი ტრენინგის/გადამზადების ფორმა, და გეგმა განისაზღვრება კომპანიის მიერ საჭიროების და პრიორიტეტების მიხედვით.
8. პუნქტი. სისტემაში ავტორიზაცია
8.1. ვებ-სისტემის პირველადი ინიციალიზაციის შემდეგ ვებ-სისტემის გამოყენების მიზნით დამკვეთი გადის ავტორიზაციას.
8.2. აპლიკაციაში ავტორიზაცია ხორციელდება უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით (მოხმარებლის სახელი, პაროლი), რომელიც ცნობილია მხოლოდ დამკვეთისთვის/ებისთვის და მინიჭებული აქვთ შესაბამისი წვდომის უფლებები.
9. პუნქტი. თანამშრომლების რეგისტრაცია და წვდომის კონტროლი
9.1 დამკვეთი უფლებამოსილია სისტემაში გააწევრიანოს თანამშრომლები და თავად გადაანაწილოს გამოყოფილი ანგარიშები (მომხმარებლები).
9.2. დამკვეთი პასუხისმგებელია თანამშრომელთა სისტემური წვდომის განსაზღვრასა და მონიტორინგზე.
10. პუნქტი. ვებ-სისტემის გამოყენება
10.4. დამკვეთი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას დამკვეთის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ დამკვეთის ანგარიშზე არასანქცირებული წვდომისას დამდგარ ზიანზე.
10.5. დამკვეთი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას, იმ შემთხვევაში თუ დამკვეთს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდი/ები ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც დამკვეთის პირადი ანგარიშის, პანელის და მასში განთავსებული პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
11. პუნქტი. უსაფრთხოება და მონაცემთა რეზერვაცია
11.1. სერვისის მიწოდების პერიოდის განმავლობაში, შემსრულებელი იღებს ყველა გონივრულ ზომას ციფრული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რაც გამოიხატება უსაფრთხოების ხელსაწყოების ვებ-სისტემაში ინტეგრაციით, სენსიტიურ და პერსონალურ მონაცემთა შიფრაციით, უცხო პირებზე ავტორიზაციის აშკარა წვდომის შეზღუდვით.
11.2 კომპანია არ იღებს სერვერულ უსაფრთხოებასა და ინფორმაციის დაკარგვით გამოწვეული ზიანის პასუხისმგებლობას, თუმცა მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა ზომას მონაცემთა დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით.
11.3 იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთს ზიანი მიადგება სერვერული უზრუნველყოფის გაუმართავი მუშაობისგან, კომპანია მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა ტექნიკურ საშუალებას, მონაცემთა აღდგენის მიზნით.
12. პუნქტი. მხარდაჭერა12.1 მხარდაჭერა გულისხმობს დამკვეთის თანამშრომლებისთვის დისტანციური/სატელეფონო დახმარების გაწევას, კომპანიის მიერ დამკვეთისადმი დროებით სარგებლობაში გადაცემული ვებ-გვერდის და ვებ-სისტემის სწორი სარგებლობისთვის.
12.2. კომპანია უზრუნველყოფს დამკვეთის მხოლოდ იმ თანამშრომლების მხარდაჭერას, რომლებიც გამოიყენებს ვებ-სისტემას და ვებ-გვერდს.
12.3. თანამშრომელთა მხარდაჭერა არ გულისხმობს დამკვეთის თანამშრომელთა სრულფასოვან ხელახალ ტრენინგს/გადამზადებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამკვეთის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი ტრენინგის/გადამზადების ფორმა და ხანგრძლივობა, რაც იწარმოებს მხარეთა დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.
12.4. თანამშრომელთა მხარდაჭერის მიღების წესი:
12.4.1. დამკვეთს და მის თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა ვებ-სისტემის მხარდაჭერის გვერდზე, მიმართონ ტექნიკური დახმარების ცენტრს.
12.5 კომპანიას არ აქვს დამკვეთის ვებ-სისტემაზე პირდაპირი წვდომა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დამკვეთის მიმართ ხორციელდება ფიზიკური ან/და დისტანციური მხარდაჭერა რა დროსაც აუცილებელია კომპანიის ან/და კომპანიის თანამშრომლის მიერ ვებ-სისტემაზე წვდომა;
13. პუნქტი. სერვისის გაუქმება
13.1. სერვისის გაუქმების დაწყების შემთხვევაში, იზღუდება მომსახურება და სისტემური მომხმარებლების წვდომის უფლება.
13.2. მომსახურების შეზღუდვის დაწესებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ შემსრულებელი უფლებამოსილია დაიწყოს სერვისის გაუქმების და მონაცემების ლიკვიდაციის პროცესი:
13.2.1. დამკვეთი, მისი თანამშრომლები და სისტემური მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ ვებ-სისტემაში ავტორიზაციას, შესაბამისად, შეეზღუდებათ სისტემური წვდომა.
13.2.2. ვებ-სივრციდან იშლება დამკვეთის ყველა არსებული და რეზერვირებული მონაცემი/მასალა.
13.2.3. არსებობის შემთხვევაში, შემსრულებელი ანადგურებს დამკვეთის და მისი თანამშრომლების, მომხმარებლების მონაცემებს, რომელიც დაფიქსირებული და შენახულია დამკვეთისთვის გამოყოფილ ვებ-სივრცეში.
13.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ლიკვიდირებული/განადგურებული ინფორმაციის და მონაცემების აღდგენა შეუძლებელია.
14. მუხლი. სისტემური ფუნქციური და პროგრამული განახლებები
14.1. სისტემური და პროგრამული განახლებები გულისხმობს აიმედის სისტემის გეგმიურ ვიზუალურ (სამომხმარებლო ინტერფეისის განახლება), ცენტრალური პროგრამული ბირთვის ოპტიმიზაციას და განახლებას, ასევე, ფუნქციების და პროგრამული მოდულების ოპტიმიზაციას და დახვეწას.
14.2. სისტემური და პროგრამული, ასევე ფუნქციონალური განახლებების მიღება და სისტემური/ტექნიკური ხარვეზების გასწორება იწარმოებს:
14.2.1. დაუყოვნებლივ, ისეთი პროგრამული შეცდომების გამოსწორების მიზნით, რომელიც აფერხებს სისტემის გამართულ მუშაობას და აფერხებს სისტემის რეალურ დროში გამართულ ფუნქციონირებას;
14.2.2. გეგმიურად, შპს "დისი ოფ ჯორჯია“-ს მიერ მინიჭებული პრიორიტეტების და განალხების გეგმის მიხედვით.
14.3. ფუნქციური და პროგრამული განახლებები სისტემაში ხელმისაწვდომი გახდება გეგმიური განახლების დროს, ცენტრალური მართვის სისტემის ვერსიის ცვლილებების შესაბამისად.
14.4. პროგრამულ უზრუნველყოფას, პროგრამულ ფუნქციებს, პროგრამულ მოდულებს შესაძლებელია გააჩნდეს ხარვეზები, შეფერხებები, რისი გამოსწორების ვალდებულებას იღებს კომპანია.
14.5 ტექნიკური სამუშაოების შესრულების პერიოდში სერვისზე შეზღუდული იქნება წვდომა.
15. პუნქტი. შემსრულებლის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
15.1. თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა კომპანიის მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით და დისკრეციით.
15.2. კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ვებ-სისტემაზე, ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დამატებით დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე სერვისთან დაკავშირებით, მათ შორის, თქვენ მიერ ნაგულისხმებ დამაკმაყოფილებელ ხარისხსა ან/და თქვენ მიზნებთან შესაბამისობაზე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი, ვებ-სისტემა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი, ან არ ექნება პროგრამული შეცდომები ან სხვა შეცდომები, თუმცა აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად კომპანია მიმართავს ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას.
15.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის.
15.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ ვებ-სისტემაში განთავსებულ/გატარებულ/ დამუშავებულ ინფორმაციაზე, მონაცემთა სისრულესა და საქმისწარმოებაზე.
15.5. თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენსა და თქვენს სერვისის მიმღებთან (კლიენტთან) შემდგომ ურთიერთობაზე, მომსახურების ხარისხზე.
16. პუნქტი. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
16.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებული იქნება კომპანიის მხრიდან დამკვეთისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების გახორციელების შემთხვევაში, დამკვეთმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას დამკვეთს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა წერილობითი ან/და ციფრული არხებით სარგებლობისას. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი არ ეთანხმება განახლებულ პირობ/ებ/ს, შესაძლოა შემსრულებლის მიერ ვეღარ გახორციელდეს სრულფასოვნად დამკვეთისთვის სერვისის მიწოდება, რეგულაციებთან, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ა.შ. ამიტომ, შემსრულებელი უფლებამოსილია შეაჩეროს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან. პირობებზე მოლაპარაკება თუ გაგრძელდა 10 (ათი) სამუშაო დღეზე მეტი ვადით, მხარეები უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება
16.2. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ ციფრული არხებით სარგებლობისას არ იქნება დაფიქსირებული თანხმობა განახლებულ წესებსა და პირობებზე 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ავტომატურად მიიჩნევა და დაფიქსირდება, რომ დამკვეთი ეთანხმება განახლებულ წესებსა და პირობებში ასახულ ყველა პუნქტს.
16.3. წინამდებარე პირობების ცვლილება არ იქონიებს ზეგავლენას მხარეთა შეთანხმებასა და გენერალური ხელშეკრულების პირობებზე.
17. პუნქტი. გარდამავალი დებულებები
17.1. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
17.2. მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია შპს დისი ოფ ჯორჯიას-ს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
17.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
17.4. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს დამკვეთს კომპანიის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, ვებ-სისტემის, ან/და ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რაც იძლევა მიღებული ინფორმაციის დადასტურების შესაძლებლობას;
17.5. დამკვეთი კომპანიასთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე, უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
17.6. იმ შემთხვევაში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.
17.7. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მხარეები უფლებამოსილნი არიან განათავსონ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია მხარეთა მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა სოციალურ გვერდებზე, პროდუქტის, სერვისის ან/და მხარეთა პოპულარიზაციის მიზნით.